ქალბატონმა სალომემ გაისიგრძეგანოს, რომ ვეტო ყავაში მკითხაობა არ არის – ბექა ოდიშარია

“ქალბატონმა სალომემ გაისიგრძეგანოს, რომ ვეტო ყავაში მკითხაობა არ არის” – “ოცნების” დეპუტატი დარწმუნებულია, რომ დღეს მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევს.
ოდიშარიას თქმით, ადგილი ჰქონდა ცესკოს ხელში ჩაგდების მცდელობას, “ოცნებამ” კი ეს არ დაუშვა.
ოპოზიციას ვურჩევ, რომ შეიღვიძოს ცოტა და რეალობას შეხედოს ისე, როგორიც არის. არავინ არაფრის ხელში ჩაგდებას არ აპირებს. ხელში ჩაგდება ცესკოსი სურდათ მათ, კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის, ამ შემთხვევაში “ლელოს” წარმომადგენლის ხელით და ჩვენ უბრალოდ პოლიტიკისგან სრულიად გავათავისუფლებთ ცეკსოს და ჩატარდება არჩევნები ისევე დემოკრატიულად, როგორც უკანასკნელ პერიოდში. კარგი იქნება, თუ ქალბატონი სალომეც გაისიგრძეგანებს, რომ ვეტო არის არგუმენტირებული შენიშვნები და შიშები, რაღაცა მოლოდინები, მკითხაობა ყავაში აქ აბსოლუტურად უადგილოა. ესარის საქართველოს პარლამენტი, ჩვენ გვაქვს დამუშავებული ეს კანონპროექტი და შესაბამისად, ვეტოსაც დავძლევთ და კანონსაც მივიღებთ”, – ამბობს ბექა ოდიშარია.
შეგახსენებთ, რომ “ოცნებამ” დღეს ცესკოს თამჯოდმარის არჩევის წესთან დაკავშირებით პრეზიდენტის რიგით მეხუთე ვეტო უნდა დაძლიოს.

ასევე დაგაინტერესებთ