კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, ილია თოფურიას საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას და მისი ოჯახის წევრებს. მან სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ჩემპიონთან საუბრისას პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ ილია თოფურიას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად.
UFC-ის ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონმა ესპანეთის მოქალაქეობა მას შემდეგ მიიღო, რაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს შეხვდა.
UFC-ის ჩემპიონი საქართველოში 18 მარტს ჩამოვიდა. მას გულშემატკივრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ.
ილია თოფურია ჩემპიონის ქამარს 21 მარტს, საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე თბილისში, „დინამო არენაზე” წარადგენს.
ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონია. მან მიმდინარე წლის თებერვალში საჩემპიონო ბრძოლაში დაამარცხა ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი – პატრიარქის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო – კონსილიუმი შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური

ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრი – საქართველოზეა დამოკიდებული, რომ ევროკავშირის მიმართულებით, წინ იაროს – ამისთვის კი აუცილებელია ევროპული ღირებულებების გაზიარება, დემოკრატიის, სიტყვისა და პრესის თავისუფლების დაცვა