„სამწუხაროდ, ტურისტული საჭიროების ადგილები სახელმწიფოს მხრიდან კვლავ არ კეთდება“ – ტურისტული კომპანია საპირფარეშოების პრობლემაზე

ტურისტული კომპანია “ლილე მოგზაურის” თანადამფუძნებელი ლილე ჩხეტიანის შეფასებით, სახელმწიფო ტურისტული ადგილების კეთილმოწყობაზე კვლავ არ ზრუნავს. ამის შესახებ დარგის წარმომადგენელმა გადაცემა “ქალების ნარატივში” ისაუბრა.
საქმე ის არის, რომ რეგიონის ქალაქებსა და ღირსშესანიშნაობებს ყოველდღიურად უამრავი ვიზიტორი სტუმრობს, რომელთა ნაწილი საზოგადოებრივი საპირფარეშოების ნაკლებობასა და იქ არსებულ ჰიგიენურ მდგომარეობაზე ლაპარაკობს.
ტურისტული კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მომსახურებისას ამ პრობლემას თავისებურად უმკლავდებიან.
„სამწუხაროდ ტურისტული საჭიროების ადგილები სახელმწიფოს მხრიდან კვლავ არ კეთდება და კომპანიებს გვიწევს ადგილზე მაღაზიებთან, ბენზინგასამართ სადგურებთან შეთანხმება, რათა ჩვენი სტუმრები მიიღონ. თუმცა ყველა ჩვენი მარშრუტი წინასწარ გვაქვს გავლილი და შესაბამისად რამე განსაკუთრებულ პრობლემას და მოულოდნელობას არ ვაწყდებით“, – აღნიშნა ლილე ჩხეტიანმა.
„ლილე მოგზაური“ არასტანდარტული ტურისტული კომპანიაა, რომელიც 2023 წლის 28 იანვარს დაფუძნდა და წლის განმავლობაში განხორციელდა საქართველოს რეგიონებში 15 ტურისტული მოგზაურობა შეასრულა. კომპანია 3 სამუშაო ადგილს ქმნის.
ლილე ჩხეტიანის თქმით, შიდა მოგზაურობაზე ქართველების მხრიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნა ფიქსირდება, რა დროსაც განსაკუთრებულ ყურადღებას და ინტერესს მთის, კონკრეტულად კი სვანეთის მიმართულებით იჩენენ.

ასევე დაგაინტერესებთ