პეტრ პაველი – ევროპა საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალის წარმოებას უახლოეს მომავალში შეძლებს

ჩეხეთის პრეზიდენტის, ს განცხადებით, უახლოეს მომავალში ევროპული კომპანიები შეძლებენ აწარმოონ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალა – მათთვის და უკრაინისთვის.
„საჭირო რაოდენობის ჭურვების წარმოებას დრო სჭირდება. ეს მოითხოვს ჩვენი წარმოების შესაძლებლობების გაზრდას. მაგრამ ს ახლა ჭურვები სჭირდება. ჩვენ ვერ დაველოდებით ევროპულ კომპანიებს, ამიტომ ვცდილობთ მოვიძიოთ საბრძოლო მასალა სადაც კი შეგვიძლია და მივაწოდოთ უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად. მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვზრდით საკუთარ შესაძლებლობებს. უახლოეს მომავალში, ევროპული კომპანიები შეძლებენ აწარმოონ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალა ევროპის ქვეყნების მარაგის შესავსებად, ასევე იმისთვის, რომ მიაწოდონ უკრაინას, თუ ისევ დასჭირდება“, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ უკრაინა და შეძლებენ შეთანხმდნენ ომის დასრულებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ცაგარეიშვილი – 2030 წლისთვის საქართველოს ნავსადგურებში თავს მოიყრის გაზრდილი ტვირთნაკადი, რომლის ათვისებაც აუცილებელია განხორციელდეს საქართველოში დაარსებული საზღვაო ფლოტის და ქართული დროშით მცურავი გემების საშუალებით