გავლენიანი მშობლები, დანგრეული ოჯახი, წარმატებული კარიერა და ცხოვრება პარიზში – უმშვენიერესი მოდელის, ლიკუნა ხაჭაპურიძის ცხოვრების საინტერესო მომენტები – Marao

გავლენიანი მშობლები, დანგრეული ოჯახი, წარმატებული კარიერა და ცხოვრება პარიზში – უმშვენიერესი მოდელის, ლიკუნა ხაჭაპურიძის ცხოვრების საინტერესო მომენტები – Marao
ლიკუნა ჭანტურია წარმატებული ქართველი მოდელი და ინფულენსერია, რომელიც უკვე არაერთი წელია, აქტიურია სოციალურ ქსელებში, მათ შორის, ინსტაგრამსა და ტიკტოკზე, სადაც მისი გამომწერების რაოდენობა 145 ათა­სს სცდება. ლიკუნამ შეძლო, რომ გატაცება, რასაც ვიდეოების გადაღება, საკუთარი ყოველდღიურობისა თუ სტილის სხვებისთვის გაზიარეა ჰქვია, პროფესიად ექცია და დღეს მასთან არაერთი დიდი თუ მცირე კომპანია და ბრენდი თანამშრომლობს. ის ახლა პარიზის მოდის სკოლაში სწავლობს და პარიზშივე ცხოვრობს, იქ გადაღებულ კადრებს კი სხვადასხვა პლატფორმაზე გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ლიკუნა ცნო­ბი­ლი ად­ვო­კა­ტის, ამ­ჟა­მად ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძის შვი­ლია. მას შემდეგ, რაც ლიკუნა დაოჯახდა, გვარი შეიცვალა და ჭანტურია გახდა.
შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძე 1966 წელს ქუ­თა­ის­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის – მღვდელ ისა­ია ხა­ჭა­პუ­რი­ძის ოჯახ­ში. რო­გორც მის მიერ შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან გა­ვარ­კვი­ეთ, მე­უღ­ლე დი­ა­ნა ხო­ფე­რია, შალ­ვა­ზე 14 წლით უმ­ცრო­სია, ქალი 1980 წელს და­ი­ბა­და. პირ­ვე­ლი შვი­ლი ლი­კუ­ნა ხა­ჭა­პუ­რი­ძე 1996 წელს შე­ე­ძი­ნათ. წყვილს ლი­კუ­ნას გარ­და კი­დევ ორი შვი­ლი ჰყავს – გუ­რა­მი და მა­რი­ა­მი.
“დი­ა­ნა ხო­ფე­რია “KH & PARTNERS“-ს ასო­ცი­რე­ბუ­ლი პარტნი­ო­რია. დი­ა­ნას აქვს იუ­რის­ტად მუ­შა­ო­ბის 20 წელ­ზე მეტი ხნის გა­მოც­დი­ლე­ბა, იგი სპე­ცი­ა­ლი­ზირ­დე­ბა კორ­პო­რა­ტი­უ­ლი და სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო სა­მარ­თლის დარ­გში” – ვკი­თხუ­ლობთ შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძის იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნი­ის ვებგ­ვერ­დზე. რო­გორც ჩანს, ის მე­უღ­ლის კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს.
“ქორწილი არ მქონდა. პანდემია დაემთხვა და თან გერმანიაში მალევე მოვდიოდით. არც მიმაჩნია სწორად, რომ პანდემიის დროს ქორწილი გადავიხადოთ. მე და სანდროს ბევრი მეგობარი გვყავს. ამიტომ პატარა ქორწილი არ მინდოდა. ველოდებით იმ პერიოდს, როცა ყველაფერი გაიხსნება.
ძალიან კარგია თანაცხოვრება, დავისვენე და დავწყნარდი. ბევრისგან მსმენია, რომ თანაცხოვროება რთულია, მერე ნახავ, რაც მოხდება… მინდა ვთქვა, რომ ბევრად უკეთესი ყოფილა ერთად ცხოვრება, ვიდრე ცალ-ცალკე. ვიცოდი, რომ ასე კარგად ვიცხოვრებდით, მაგრამ ამდენად კარგი თუ იქნებოდა, არ მეგონა. მართლა ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები, ალბათ იმიტომ, რომ ვცდილობთ, ყველაფერში გავუგოთ ერთმანეთს და გავახაროთ”, – ასე საუბრობდა ლიკუნა ხაჭაპურიძე ქორწინებისა და მეუღლის შესახებ.
ლიკუნა ხაჭაპურიძემ სანდრო ჭანტურიაზე 202ო წელს იქროწინა და წყვილი ბედნიერად ცხოვრობდა. ისინი სანდროს სწავლის გამო გერმანიაში გადავიდნენ, რაც ლიკუნასთვის მარტივი არ ყოფილა, თუმცა წყვილი მოგვიანებით, 2021 წელს საქართველოში დაბრუნდა.
“გერმანიაში 24/7-ზე ვმუშაობდი, ჩამოწერლი მქონდა ყველაფერი. როდის ვიღვიძებდი, ვვარჯიშობდი, პლიუს ამას გადაღებებითვის, ლოკაციები, ლუქები იდეები. თუ სანდროს არ ეცალა რომ გადაეღო სურათები ჩემი ტრიპოდით ვიღებდი. ამ ბოლო დროს ცოტა არეული ვარ, იქიდან გამომდინარე რომ ჩამოვბარგდით საქართველოში და ძალიან, ძალიან ბევრი საქმე დაგვიგროვდა. როგორც გითხარით გარდამეცვალა მამამთილი, რომელიც მამასავით მიყვარდა და ყველანაირი გეგმა შეგვეცვალა. მოკლედ, ახლა არეულ-დარეული ვარ და იმედია მალე დავლაგდები ფსიქოლოგიურად”, – ამბობდა ლიკუნა.
2023 წელს ცნობილი გახდა, რომ ლიკუნა და სანდრო ერთმანეთს დაშორდნენ. განშორება მოდელისთვის რთული იყო და ამის შესახებ მოკლე განცხადება გაკეეთა:
ლიკუნა ხაჭაპურიძის ლამაზი ლუქები, რომლებიც უცხოელი გამომწერებისგან დიდ მოწონებას იმსახურებს
“მნიშვნელობა არ აქვს, ახლა რა ხდება, უბრალოდ, გააგრძელე! არასოდეს დანებდე! როდესაც ასრულებ ურთიერთობას, შენ უბრალოდ ადამიანს კი არ კარგავ, კარგავ გეგმებს, მოლოდინებს, შენს ნაწილს კარგავ, რადგან შენი ის ვერსია, რომელიც სხვა ადამიანთან ერთად არსებობდა, იმავენაირად ვეღარ იარსებებს. ამიტომაც ხარ ასეთი სევდიანი და გატეხილი, რადგან შენ დაკარგე მეწყვილე, მაგრამ ასევე დაკარგე შენი ნაწილიც. შენ მხოლოდ ის ადამიანი არ გენატრება, შენ საკუთარი თავიც გენატრება“, – წერდა ის.
მიუხედავად სანდრო ჭანტურიასთან დაშორებისა, ის კვლავ ატარებს ყოფილი მეუღლის გვარს.
“ჩემი ერ­თა­დერ­თი სამ­სა­ხუ­რი არის “ინ­სტაგ­რა­მი”, “ინფლუ­ენ­სე­რო­ბა” და ამ ყვე­ლა­ფერს დიდი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით ვუდ­გე­ბი, ისე­ვე, რო­გორც სხვა სამ­სა­ხურს ემ­სა­ხუ­რე­ბა ხალ­ხი. დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე შე­უს­ვე­ნებ­ლად ვმუ­შა­ობ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რას, გა­და­ღე­ბებ­ზე სი­ა­რულს მა­ინც თავს ვა­რი­დებ, მე­ში­ნია, რომ ვირუ­სი არ შე­მე­ყა­როს. გერ­მა­ნი­ა­ში ყვე­ლა­ფე­რი ჩა­კე­ტი­ლია, ძა­ლი­ან მკაც­რად ცდი­ლო­ბენ ყვე­ლა წესი და­იც­ვან, მაგ­რამ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მა­ინც არ მცირ­დე­ბა. დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ, სულ გა­და­ღე­ბე­ბი მაქვს, ოღონდ ყვე­ლა­ფერს ჩე­მით ვი­ღებ.
ნელ-ნელა უფრო და უფრო დიდი ბრენ­დე­ბი მეხ­მი­ა­ნე­ბი­ან და ჩემ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ “პრა­დამ” გა­მო­მიგ­ზავ­ნა ნივ­თე­ბი, “კარლ ლა­გერ­ფელდთან” და­ვი­წყე თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ბევ­რი ისე­თი ცნო­ბი­ლი და მა­ღა­ლი დო­ნის ბრენ­დი და­მი­კავ­შირ­და, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ ოც­ნე­ბა თუ წარ­მო­მედ­გი­ნა. ვნატ­რობ­დი, მათი სა­მო­სი მქო­ნო­და და ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ვი­თა­ნამ­შრომ­ლებ­დით.
ამ ყვე­ლა­ფერ­მა უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც შემ­მა­ტა. ამ ბრენ­დე­ბის­თვის ვქმნი “კონ­ტენტს”, მაგ­რამ რა­საც მათ­თვის ვი­ღებ, ყვე­ლა­ფერს არ ვდებ “ინ­სტაგ­რამ­ზე”. სპე­ცი­ა­ლუ­რი შეკ­ვე­თე­ბი აქვთ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ნამ­დე არ შემ­ხვედ­რია და არ ვი­ცო­დი. ვი­ღებ მათ­თვის და შექ­მნილ “კონ­ტენტს” ვუგ­ზავ­ნი. თუ ფო­ტო­ებს “ინ­სტაგ­რამ­ზე” არ დავ­დებ, მა­გა­ში თან­ხას იხ­დი­ან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემს თავს ვუ­წო­დე “კონ­ტენტ მე­ი­ქე­რი”, რაც რე­ა­ლუ­რად ვარ” – ამბობდა ლიკუნა ცოტა ხნის წინ.
ამჯერად ლიკუნა საფრანგეთში იმყოფება, პარიზში ცხოვრობს და პარიზის მოდის სკოლაში სწავლობს. აქტიურია ტიკტოკზე, ხშირად აქვეყნებს საკუთარ ჩაცმულობებს და აგრძელებს ინსტაგრამზე კონტენტის შექმნასაც.