ოპოზიციას უცხოეთიდან დახმარების იმედი უფრო აქვს, ვიდრე საკუთარი ამომრჩევლის, რადგან ვერ კრებს ადამიანებს ვერცერთ თავყრილობაზე – დავით მაღრაძე

ოპოზიციას უცხოეთიდან დახმარების იმედი უფრო აქვს, ვიდრე საკუთარი ამომრჩევლის, რადგან ვერ კრებს ადამიანებს ვერცერთ თავყრილობაზე – აცხადებს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოეტი დავით მაღრაძე.
როგორც მაღრაძე აღნიშნავს, როცა ევოლუციურად მოსვლის თეორიული შანსიც არა გაქვს, რევოლუციურ სცენარზე ფიქრობ, თუ რევოლუციურ სცენარში მხარდამჭერი არ ეყოლათ უცხოეთში, სრულ სიმშვიდეში ჩაივლის .
„იმედია, არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის. ოპოზიციას უცხოეთიდან დახმარების იმედი უფრო აქვს, ვიდრე საკუთარი ამომრჩევლის, რადგან ვერ კრებს ადამიანებს ვერცერთ თავყრილობაზე. თუ ოპოზიციას ჩვენი პარტნიორების ელჩები ეტყვიან, ჩვენი იმედი ნუ გექნებათ, თქვენ მხოლოდ ამომრჩევლის იმედი უნდა გქონდეთ, ის არის ერთადერთი წყარო თქვენი გამარჯვებისო, მაშინ უშფოთველად ჩაივლის არჩევნები. თუ მათი იმედი ექნებათ, შესაძლოა დათესონ შ, რათა იქნებ აირიოს ქვეყანა – როცა ევოლუციურად მოსვლის თეორიული შანსიც არა გაქვს, რევოლუციურ სცენარზე ფიქრობ. თუ რევოლუციურ სცენარში მხარდამჭერი არ ეყოლათ უცხოეთში, სრულ სიმშვიდეში ჩაივლის არჩევნები. სხვა შემთხვევაშიც მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას შესწევს ძალა, სიმტკიცე, მშვიდობიან ვითარებაში ჩაატაროს არჩევნები და აღკვეთოს ყველა მცდელობა, გამიზნული არეულობისათვის. მოსახლეობა რევოლუციურ სცენარს არ დაუჭერს მხარს. ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს, ზედაპირზე დევს. ამომრჩეველს უდგას არჩევანი სუვერენიტეტსა და ვასალობას შორის, მე, , ხმას ვაძლევ საქართველოს სუვერენიტეტს“ – აცხადებს დავით მაღრაძე.
Next: წაქეზებული, ტელევიზიით ხელშეწყობილი იყო, როგორ სასტიკად ექცეოდნენ ადამიანებს, როგორ ხოცავდნენ ქუჩაში… ზუსტად იციან, რომ იყო, ის მცირერიცხოვანი მხარდამჭერიც იმიტომ უჭერს მხარს, რომ მათ ვნებებს ემთხვევა ეს სისასტიკე

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია. რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მათთვის მისაღებია. ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო რადიკალები ქუჩაში

გახარიას და მისი პარტიის წევრებს ეგონათ, რომ 2020 წელი განმეორდებოდა, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ჩვენ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს შევუწყვიტეთ მანდატები და იგივე მოხდება მათ შემთხვევაშიც. სწორედ ამიტომ ისინი მაისში აუცილებლად შემოვლენ პარლამენტში