ნათია თურნავა – პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის აქტივაციას შესაბამის ვადებში მოვახერხებთ

ზოგადად, მოლოდინი გვაქვს პოზიტიური, რომ მოვახერხებთ IMF-ის პროგრამის აქტივაციას შესაბამის ვადებში, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF-ის) შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სუბირ ლალისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც თურნავამ აღნიშნა, პროგრამასთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება.
“არის გარკვეული საკითხები, რომელზეც უფრო მეტი ყურადღება გვაქვს კონცენტრირებული, რაც უფრო პრინციპულია ამ მიმართულებით. რაც შეეხება ეროვნული ბანკის კანონს და მმართველობითი სტრუქტურის გაძლიერების რეფორმას, ეს საკითხი დაახლოებით 3 წელია განხილვის ქვეშაა.
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის ცვლილება გადის ეროვნული ბანკის კომპეტენციის გარეთ და მოითხოვს უფრო ფართო მსჯელობას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს და ვაგრძელებთ მუშაობას. ზოგადად, მოლოდინი გვაქვს პოზიტიური, რომ მოვახერხებთ პროგრამის აქტივაციას შესაბამის ვადებში”, – განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, სავალუტო ფონდმა მხარდამჭერი პროგრამა საქართველოს ზაფხულში შეუჩერა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, არ დაუშვებს „რუსულ კანონს“ – ძალიან სასაცილო, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან

პრემიერი- მადლობელი ვართ იმისთვის, რომ უცხოელი პარტნიორებისგან პირველად მოვისმინეთ მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით – რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, დეტალებში შემოსვლის როგორც აქამდე ეშინოდათ, დღესაც ასევე ეშინიათ