„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ აქციების ფასები ლონდონის საფონდო ბირჟაზე შემცირდა

Galt&Taggart-ის 13–17 ნოემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე სა და ს აქციების ფასები 3–5%–ის ფარგლებშია შემცირებული, ზრდა მხოლოდ Georgia Capital-ის აქციებმა აჩვენა და მან 5%–ს გადააჭარბა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 34.25 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -3.11% წინა კვირასთან შედარებით და – 0.29% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 321 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 32.05 – 36.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 53 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 26.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.65% წინა კვირასთან შედარებით და -5.12% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 252 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 25.95 – 28.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 43 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.12 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.40% წინა კვირასთან შედარებით და +5.75% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 159 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.98 – 10.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 36 ათასი აქცია შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულების შემდეგ, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება კომისიები, რომლებიც აღწერენ ზარალს და გადაწყდება როგორც კომპენსაციის, ისე ანაზღაურების საკითხები – ლევან ჟორჟოლიანი