ევროკავშირის ოფისი – ევროკავშირი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გახსნას უკანონოდ მიიჩნევს

ევროკავშირი უკანონო მიიჩნევს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო უბნებს, რომლებიც, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში გაიხსნა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული.
„ევროკავშირი სრულად ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდა. ე.წ. საარჩევნო უბნები ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთშიც გაიხსნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება – ღარიბაშვილმა კი დაადასტურა, რომ მარტო კორუფცია და ფულში ცურაობა კი არ არის ქოცის სამარკო ნიშანი, არამედ მკვლელები არიან