ევროკავშირი უკანონოს უწოდებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საარჩევნო უბნების გახსნას

ევროკავშირის ოფისი უკანონოს უწოდებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ს საპრეზიდენტო სთვის საარჩევნო უბნების გახსნას, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. ეს შეფასება დღეს, 18 მარტს, სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში.
„ევროკავშირი რჩება სრულად ერთგული საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – წერია ევროკავშირის ოფისის განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბნები გაიხსნა უკანონოდ.
„აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს, და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს“, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს ორ რეგიონში, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა, მოსახლეობის უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობა აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ