სკანდალური ბრალდება აჩერბის – “ნაპოლის” მოთამაშე იტალიის ფეხბურთის ფედერაციისგან პასუხს ითხოვს

სერია A-ს 29-ე ტურში “ინტერი” “ნაპოლის” დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში ერთმანეთს “პარტენოპეისა” და “ინტერის” ცენტრალური მცველები ხუან ჟესუსი და ფრანჩესკო აჩერბი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
“გაიგონე, რა მითხრა? მან “ნიგერი” მიწოდა, ზომები მიიღე!” – მიმართა ჟესუსმა მთავარ არბიტრ ფედერიკო ლა პენიას. იტალიელმა მსაჯმა მომენტი უყურადღებოდ დატოვა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ზომების მიღებისკენ მოუწოდა. ჯერჯერობით უცნობია, დასჯიან თუ არა ფრანჩესკო აჩერბის.
“ნაპოლი” 45 ქულით მე-7 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 30 მარტს საკუთარ მოედანზე “ატალანტასთან” ჩაატარებს.
“ინტერი” 76 ქულით
პირველ ადგილზეა. “ნერაძური” 1-ელ აპრილს “ემპოლის” უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში