“ივანიშვილს ქართველების გაწყვეტის შეგნებულ მცდელობაში ვადანაშაულებ” – სააკაშვილი

“ივანიშვილს ქართველების გაწყვეტის შეგნებულ მცდელობაში ვადანაშაულებ” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დრევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
“მე მთავრობას ქართველი ხალხის გენოციდში ვადანაშაულებ – ბიძინა ივანიშვილს კი ქართველი ხალხის გადაშენების, გაწყვეტის შეგნებულ მცდელობაში. წარმოიდგინეთ, საქართველო ისეთი მანქანაა, რომელსაც საჭესთან ადამიანი უზის, ვინც უფსკრულისკენ მიექანება და მას გადაჩეხავს – ქართველი ხალხი კი სადღაც საბარგულში ჰყავს ჩაკეტილი. ჩვენ ქართველ ხალხს იმის საშუალება უნდა დავუბრუნოთ, რომ თავისი ეროვნული მანქანის საჭესთან დაჯდეს, ესენი კი ამ მანქანიდან გადავყაროთ.” თქვა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია