წულუკიანი: ნიკა გვარამია არის სააკაშვილის შვილი და ნიკა მელია – ადეიშვილის შვილი. ოთხივეს რაც აერთიანებს, არის …

ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „იმედის კვირაში“ სა და ს შესახებ ისაუბრა და ისინი სააკაშვილისა და ადეიშვილის „შვილებად“ მოიხსენია.
„ნიკა გვარამია არის სააკაშვილის შვილი და ნიკა მელია – ადეიშვილის შვილი. შესაბამისად, ისინი ამ ორი ფიგურისგან შორს ვერ წავლენ, ვინაიდან თვითონ არ არიან ფიგურები იმ ორისგან განსხვავებით.
იმ ორისგან განსხვავებით, ასევე, პოლიტიკის ცოდნის დეფიციტი აქვთ, როგორც გვარამიას, ასევე, მელიას, გააჩნია, რომელს შევადარებთ, ადეიშვილს თუ სააკაშვილს. თუმცა, ოთხივეს რაც აერთიანებს, არის ბოროტება. ამ ბოროტებაში ისინი ერთად იყვნენ“, – განაცხადა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს 750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელობაში მონაწილეობა – ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ სად და რა ღირებულებებზე დგას საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი