ესპანური კომპანია ტალღებისგან მწვანე ენერგიას გამოიმუშავებს

Carnegie Clean Energy Spain-მა ბასკური ენერგეტიკის სააგენტოსგან, CETO ტალღის ენერგიის მოწყობილობების ინდუსტრიის განვითარებისთვის, 2,1 მლნ ევროიანი გრანტი მიიღო. მთლიანი პროექტის დაფინანსება 7,05 მლნ ევროა.
Offshore Energy-მის განცხადებით, პროექტი ბასკების ქვეყანაში, ბისკაის ოფშორული ენერგიის პლატფორმაზე (BiMEP), ბისკაის ყურის სანაპიროზე, განხორციელდება.
პროექტმა ასევე მიიღო 3,75 მლნ ევრო EuropeWave ტალღის ენერგიის კვლევისა და განვითარების პროგრამიდან და 1,2 მლნ ევრო ევროპული Renmarinas Demos პროგრამიდან.
მოსალოდნელია, რომ რეგიონული მხარდაჭერა ხელს შეუწყობს CETO-ს ფლოტაციური მოწყობილობების ადგილობრივ წარმოებას და ნავმისადგომის სისტემის გაუმჯობესებას.
დამატებითი თანხები მოხმარდება ტექნოლოგიის დანერგვას. მასალაში ხაზგასმულია, რომ EVE-ს მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების გაზრდას ბასკეთის ქვეყანაში და შეამცირებს ტექნიკურ და ფინანსურ რისკებს.

ასევე დაგაინტერესებთ