გერმანია „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიების ნაციონალიზაციას არ რისკავს – Bloomberg

გერმანია რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტის „როსნეფტის“ ადგილობრივ შვილობილ კომპანიებზე მეურვეობას 2024 წლის 10 სექტემბრამდე გააგრძელებს.
როგორც Bloomberg იტყობინება, ეს ნაბიჯი თავიდან აიცილებს ბიზნესის ნაციონალიზაციას და ხელს შეუწყობს ნიადაგის მომზადებას საწარმოს მოსკოვის მიერ გაყიდვისთვის,
გერმანიის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსი მფლობელები დათანხმდნენ, რომ ობიექტებს მეურვეობის გახანგრძლივების პერიოდში გაყიდდნენ.
გერმანიამ კონტროლი „როსნეფტის“ ოპერაციებზე 2022 წლის სექტემბერში, ს მიერ ში შეჭრის შემდეგ აიღო, რადგან მომწოდებლები და პარტნიორები საქმიანი ურთიერთობების შეწყვეტით იმუქრებოდნენ.
„გაყიდვა იქნება იურიდიულად ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი და, შესაბამისად, ყველაზე სწრაფი გზა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ინვესტიციების უზრუნველსაყოფად“, – თქვა გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობა განიხილავს რუსული კომპანია „როსნეფტის“ საწარმოების, კერძოდ ქალაქ შვედტის სიდიდით მეოთხე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ნაციონალიზაციის შესაძლებლობას.

ასევე დაგაინტერესებთ