თბილისში, პირველ გიმნაზიასთან რუსეთის მოქალაქეებმა კამპანიის “შუადღე პუტინის წინააღმდეგ” ფარგლებში აქცია გამართეს.
რუსეთის ქალაქებში, საარჩევნო უბნებზე აქცია “შუადღე პუტინის წინააღმდეგ” მიმდინარეობს – აქციის იდეის ავტორი დაღუპული რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნია.
აქციის მონაწილეები საარჩევნო უბანზე ზუსტად 12:00 საათზე უნდა მისულიყვნენ და პუტინის წინააღმდეგ მიეცათ ხმა, ან საარჩევნო ბიულეტენი დაეზიანებინათ.
დღეს 2024 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მე-3 დღეა. მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თანამდებობაზე კენჭს მეხუთედ იყრის.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/07/raketa.png-J7Rzyy-300x158.jpeg)