მოლდოვაში რუსეთის საელჩოს მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს

კვირას კიშინიოვში ს ფედერაციის საკონსულოს ღობის გარედან საკონსულოს ტერიტორიაზე უცნობმა მამაკაცმა მოლოტოვის კოქტეილიანი ბოთლები ისროლა, რამაც მოკლე ხნით შეაფერხა საკონსულოში მიმდინარე რუსეთის საპრეზიდენტო ს კენჭისყრის პროცესი. საელჩს დაცვამ სავარაუდო თავდამსხმელი მომხდარისთანავე დააკავა და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილს მოლდოვისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახურის ცნობით დაკავების დროს ეჭვმიტანილი საელჩოს დაცვის თანამშრომლებს უყვიროდა: “მე მძულს რუსეთი!”
ცეცხლი მალევე ჩააქრეს. ინციდენტს რაიმე ზიანი შენობისთვის არ მიუყენებია. თუმცა კიშინიოვში რუსეთის საელჩომ მისი შენობის ცეცხლის წაკიდებისთვის ეჭვმიტანილის მკაცრად დასჯა მოითხოვა.
კიშინიოვში რუსეთის ფედერაციის საკონსულოში საარჩევნო უბანი ერთადერთია მოლდოვის ტერიტორიაზე, რომელიც მოლდოვის ხელისუფლების თანხმობით რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაიხსნა. ამასთან, მოლდოვის ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა დნესტრისპირეთის რეგიონში კიდევ ექვსი საარჩევნო უბანი გახსნა.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის” წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს

ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან – შტაინმაიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ