24 მარტს იუსტიციის საბჭოს 2 ახალ მოსამართლე წევრს აირჩევენ

24 მარტს მოსამართლეთა რიგით 32-ე კონფერენცია გაიმართება. კონფერენციაზე 7 საკითხზე იმსჯელებენ, რომელთაგან ერთ-ერთი საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრის არჩევას გულისხმობს. იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოს ორმა წევრმა, პაატა სილაგაძემ და ბადრი შონიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის გამო პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს საბჭოს წევრის თანამდებობა, საბჭოში 2 ადგილი ვაკანტური გახდა.
აღნიშნული საკითხის გარდა, კონფერენციაზე ასევე დაგეგმილია იუსტიციის საბჭოს მდივნის შერჩევაც. ამ დროისთვის ამ პოსტს საბჭოს წევრი ნიკოლოზ მარსაგიშვილი იკავებს, მას კი თანამდებიბაზე ყიფნის ოთხწლიანი ვადა ეწურება.
დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების განხილვაც, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, კონფერენციაზე მსჯელობა შეეხოს ე.წ. ვეტინგის სისტემასაც.

ასევე დაგაინტერესებთ