“ყოველდღე საჭმელს ვეძებდი…” – ორბანმა მძიმე პერიოდი გაიხსენა და აფრიკელ ადამიანებზე ისაუბრა

“ლიონის” ახალწვეულმა ახალგაზრდა ნიგერიელმა თავდამსხმელა გიფტ ორბანმა იმ მძიმე პირობებზე ისაუბრა, სადაც აფრიკელ ადამიანებს უწევთ ცხოვრება.
“ევროპაში დაბადებული აფრიკელი არ არის იგივე, რაც აფრიკაში დაბადებულზე შეიძლება ითქვას. თუ საფრანგეთში ღარიბი ხარ, სახელმწიფო დაგეხმარება, იზრუნებს შენზე, მაგრამ აფრიკაში ვერაფერს მიიღებ და შიმშილით მოკვდები. ამიტომ ყველა აფრიკელს სურს ფეხბურთის თამაში.
ჩემს შტატში, ნიგერიაში, თუ ფული არ გაქვს, ვერ იცხოვრებ. ყოველდღე ვეძებდი საჭმელს. ახლა მინდა დავეხმარო ყველა ღარიბს. ისინი დილით იღვიძებენ და საუზმისთვის ვერაფერს პოულობენ”, – ციტირებს ორბანის სიტყვებს L’Equipe.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში