ისლანდიაში ვულკანის ლავა ქალაქ გრინდავიკს უახლოვდება

სამხრეთ ისლანდიაში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანის მორიგი ამოფრქვევის გამო, ლავამ ევაკუირებული ქალაქ გრინდავიკის გარშემო არსებულ თავდაცვის კედლებამდე მიაღწია. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ვულკანის ამოფრქვევის გამო, ისლანდიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილიდან, გეოთერმული სპა ლურჯი ლაგუნის ტერიტორიიდან, 500-600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. კეფლავიკის საერთაშორისო აეროპორტი და სხვა რეგიონული აეროპორტები არ დაზიანებულა.
ამოფრქვევა შაბათს საღამოს, გრინდავიკის ჩრდილოეთით, ჰაგაფელსა და სტორა-სკოგფელს შორის დაიწყო.