2023 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 141 000 მგზავრი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 141 000 მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 353.5 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2.1-ჯერ, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობა 2.2-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
2023 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 28 400 ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 53.2 მლნ ტონა-კილომეტრია. აღნიშნულ პერიოდში შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის (83.9%-ით), ასევე ტვირთბრუნვის (83.5%-ით) მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2023 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2 041.4 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 27.3%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
საქართველოს აეროპორტებმა 2023 წლის III კვარტალში მიიღო 1 002.5 ათასი მგზავრი (28%-ით მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 1 038.9 ათასი მგზავრი (26.7%-ით მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2023 წლის III კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 96.1% რეგულარულ ფრენებზე მოდის.
რაც შეეხება საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობას, 2023 წლის III კვარტალში 8.1 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 19.1%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
2023 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთის ნაკადის მოცულობამ 4 800 ტონა შეადგინა. აქედან, 85.4% მიღებული ტვირთია, ხოლო 14.6% – გაგზავნილი.
2023 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.3 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 25%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.