ზახარიანმა “სოსიედადში” პირველი გოლი 31-ე მატჩში გაიტანა

20 წლის ნახევარმცველმა არსენ ზახარიანმა „სოსიედადში“ პირველი გოლი გაიტანა. ეს ლა ლიგის 29-ე ტურში, სან-სებასტიანში „კადისთან“ მოგებულ მატჩში (2:0) მოხდა.
მასპინძლები პირველ ტაიმში მიკელ მერინომ დააწინაურა, ზახარიანი 66-ე წუთზე ტაკეფუსა კუბოს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და 2 წუთში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ის ბასკურმა კლუბმა 2023 წლის ზაფხულში მოსკოვის “დინამოსგან” 13 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები) შეიძინა და პირველი გოლი ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31-ე შეხვედრაში გაიტანა – აქამდე 1 საგოლე გადაცემა ჰქონდა გაკეთებული.