ვოლსკი: გვარამიამ ვერ დამალა ის, რომ თავი მიაჩნია ლიდერად ამ გაერთიანებაში

მ ვერ დამალა ის, რომ თავი მიაჩნია ლიდერად ამ გაერთიანებაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ს შესახებ ნიკა გვარამიას მიერ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
„მე ვფიქრობ, გვარამიამ პიროვნულადაც საკმაოდ სერიოზულად დაამცირა თავისი ახლად შეძენილი მოკავშირე. არც მელიას აკლია უტიფრობა, მაგრამ იგი უძლური იყო, შეეწყვიტა მის მიმართ ასეთი მონათმფლობელური დამოკიდებულების გამოვლინება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ვინ არის მთავარი პარტია „ახალში“ – გვარამია თუ მელია – თემა აქტუალური პოლიტიკურ სპექტრში მათი პირველი ერთობლივი სატელევიზიო ეთერის შემდეგ გახდა. მმართველი გუნდისთვის გვარამია-მელიას შორის უთანხმოება უკვე სახეზეა და ეს ყველაზე კარგად ტელეეთერმა წარმოაჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება