პრემიერ ირაკლი კობახიძის მოწვევით, ილია თოფურია საქართველოში ჩამოდის

პრემიერ ირაკლი კობახიძის მოწვევით, ილია თოფურია საქართველოში ჩამოდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოწვევით, საქართველოში 18 მარტს ილია თოფურია ჩამოვა.
ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18:30 საათზე დაეშვება.
ამასთან, ილია თოფურია 21 მარტს, საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის წინ „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარს წარადგენს.
ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი 18 თებერვალს გახდა. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე მიუკერძოებელი იქნებოდა, ის დაშავებულ პოლიციელებს მოინახულებდა და ძალადობრივ აქციებს დაგმობდა – მისი გამოჩენა რუსთაველზე შეიძლება რადიკალიზმის წახალისებად იქნას აღქმული