შოლცი: დასავლელი მოკავშირეების ახალი კოლიცია კიევს „შორი მანძილის სარაკეტო არტილერიით“ მოამარაგებს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოაცხადა, რომ უკრაინის დასავლელი მოკავშირეები შექმნიან ახალ კოალიციას „შორი მანძილის სარაკეტო არტილერიით“ ს მომარაგებისთვის, იუწყება AFP. შოლცმა ამის შესახებ ბერლინში განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ.
როგორც BBC შენიშნავს, ეს შეხვედრა მოეწყო მას შემდეგ, რაც უკრაინის დახმარების საკითხში სამ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი სხვაობები გამოვლინდა: მაკრონმა განაცხადა, რომ კიევის დახმარებაში შეზღუდვები დაუშვებელია. მან არ გამორიცხა არც დასავლეთის ჯარების გაგზავნა უკრაინის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების გაგზავნა კატეგორიულად გამორიცხულია.
დასავლეთის, ძირითადად ევროპის, ქვეყნები არაერთხელ გაერთიანებულად მცირე ჯგუფებად, რომლებიც სხვადასხვა სახეობის იარაღით უკრაინის მომარაგებაზე მუშაობდნენ. ნიდერლანდმა, მ, რუმინეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ შექმნეს „გამანადგურებლების კოალიცია“, საფრანგეთი სათავეში უდგას საარტილერიო კოალიციას, დიდი ბრიტანეთი და ლატვია – საბრძოლო დრონების წარმოების კოალიციას. რეაქტიული არტილერიის ახალი კოალიცია, რომელზეც შოლცმა ილაპარაკა, ამ რიგებს შეავსებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ხმალაძე: პარლამენტს არ ჰქონდა უფლება კენჭი ეყარა უფლებამოსილების ცნობისთვის, ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ხელისუფლების მიტაცება – ყველა შესაძლო მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რომ მას არ შერჩეს