უკრაინის დასავლელი მოკავშირეების კოალიციას – რას გეგმავენ საფრანგეთი, პოლონეთი და გერმანია?

უკრაინის დასავლელი მოკავშირეები ქმნიან ახალ კოალიციას, რათა მას მიაწოდონ შორი დისტანციის სარაკეტო არტილერია – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საფრანგეთის პრეზიდენტთან და პოლონეთის პრემიერთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის შემდეგ.
“ვაიმარის სამეულის” [საფრანგეთი, გერმანია პოლონეთი] ლიდერებმა ბერლინში ევროპის უსაფრთხოებასა და უკრაინის დახმარებაზე იმსჯელეს.
გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის დახმარებას ევროპა არ შეწყვეტს და ევროკავშირი გამოიყენებს გაყინულ რუსულ აქტივებს ს ფინანსური მხარდაჭერისთვის.
მაკრონმა კი ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება და კიდევ ერთხელ გაიმეორა: „ში მთელი ევროპის უსაფრთხოება სასწორზე დგას“
პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა შეხვედრას “ვაიმარის სამკუთხედის კარგი დასაწყისი” უწოდა და დააანონსა, რომ მომდევნო მოლაპარაკებები უკვე პოლონეთში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ