ლატვიის პრეზიდენტი: რუსეთი უნდა დამარცხდეს, Russia delenda est!

რინკევიჩსმა აღნიშნა, რომ სრულად უჭერს მხარს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელმაც ახლახან განაცხადა, რომ რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს უკრაინის წინააღმდეგ ომში და რომ კიევს კვლავაც უნდა აღმოეჩინოს დახმარება.
„ჩვენ შეგვიძლია წითელი ხაზები გავუვლოთ რუსეთს და არ გვეშინოდეს მათი გავლებისა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რუსეთი უნდა დამარცხდეს. Russia delenda est! (პერიფრაზი ლათინური გამოთქმისა Carthago delenda est – კართაგენი უნდა დაინგრეს. – რედ.)“, – დაწერა რინკევიჩსმა.
ფრაზა Carthago delenda est ეკუთვნის ძველ რომაელ პოლიტიკოსს, მხედართმთავარ მარკუს პორციუს კატონს, რომელიც კატონ უფროსის სახელით არის ცნობილი. რომსა და კართაგენს შორის ომების დროს კატონი თავის გამოსვლებს ამ გამოთქმით ასრულებდა ხოლმე.
დროთა განმავლობაში ლათინურმა ფრთოსანმა გამოთქმამ შეიძინა მტრის ან წინაღობის დაძლევის დაბეჯითებით მოთხოვნის მნიშვნელობა. ის არ ნიშნავს რამის პირდაპირი მნიშვნელობით დანგრევას.
მოსკოვს კომენტარი არ გაუკეთებია ლატვიის პრეზიდენტის განცხადებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ