დღეს, 15 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. გუნდები ასე დაწყვილდნენ:
არსენალი-ბაიერნი (გამარჯვებული შეხვდება რეალსა და მანჩესტერ სიტის შორის გამარჯვებულს)
ატლეტიკო-დორტმუნდი (გამარჯვებული შეხვდება ბარსელონასა და პარი სენ ჟერმენს შორის გამარჯვებულს)
რეალი-მანჩესტერ სიტი
პსჟ-ბარსელონა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 9/10 აპრილს, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 16/17 აპრილს გაიმართება.
ისეთი წყვილებია რომ პროგნოზის გაკეთებაც ჭირს, რეალს ზოგადად პირველი თამაში სახლში როცა აქვს, შემდეგ გასვლაზე უჭირს ხოლმე, თან დაცვის და მეკარის პრობლემაც აქვთ. სიტი გავა ალბათ, დანარჩენი 50/50-ზეა, აშკარა ფავორიტი არავინ არ არის
· შინი.GE
· მარაო