კიმ კარდაშიანმა სასამართლო შეთანხმებას მიაღწია შვიდ მოსამსახურესთან, რომლებიც ვარსკვლავს გადაუხდელი ხელფასებისა და სხვა დარღვევებისთვის უჩიოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.
43 წლის ვარკვლავს სასამართლოში 2021 წლის მაისში უჩივლეს. მომსახურე პერსონალის თქმით, კარდაშიანი მათთვის ხელფასის გადახდას აგვიანებდა და ცუდ სამუშაო პირობებში ამყოფებდა, დამატებითი სამუშაო საათების გადახდაზე უარს ამბობდა და შესვენების უფლებას არ აძლევდა. მოსამსახურეთა ჯგუფი მილიარდერის კალიფორნიის ჰიდენ ჰილის სახლში მუშაობდა.
კარდაშიანის დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ მათ მომჩივნებთან შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა, შეთანხმების პირობები გასაიდუმლოებულია.