ბექა დავითულიანი – „ვეტინგის“ სისტემა არავის სჭირდება სასამართლოს სისტემის გაუმჯობესებისთვის, არამედ მისი ინსტრუმენტად გამოყენება სურთ სასამართლოზე ოპოზიციური გავლენების მოსაპოვებლად

„ვეტინგის“ სისტემა არავის სჭირდება სასამართლოს სისტემის გაუმჯობესებისთვის, არამედ მისი ინსტრუმენტად გამოყენება სურთ სასამართლოზე ოპოზიციური გავლენების მოსაპოვებლად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის უფლება არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ აქვს და არ უნდა ჰქონდეს.
“ვეტინგის” სისტემა არავის სჭირდება სასამართლოს სისტემის გაუმჯობესებისთვის, არამედ “ვეტინგის” სისტემის ინსტრუმენტალიზაცია სურთ, ინსტრუმენტად გამოყენება, ოპოზიციური გავლენების მოსაპოვებლად სასამართლოზე. სასამართლო არის დამოუკიდებელი, თავისუფალი, ის საშუალო ევროპულ რეიტინგშია და თვითონ ახორციელებს თავისი თავის ზედამხედველობას. არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას მათ საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვთ და არც უნდა ჰქონდეთ. ჩვენ არავის არ მივცემთ იმ ინსტრუმენტს, რომლითაც ზეგავლენას მოახდენენ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე,” – განაცხადა დავითულიანმა.
კითხვაზე, თუ რას ნიშნავს, რომ “ვეტინგის” სისტემას ხუთი მოსამართლე მხარს უჭერს, დავითულიანი ასე პასუხობს: “ეს ნიშნავს, რომ სასამართლო სისტემაში არიან ადამიანები დაჩენილი, ვისი პოლიტიკური სიმპათიები გადახრილია იქით, ვინც არიან ამ პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერები და სასამართლოს პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციას ცდილობენ, ხელი შეუწყონ, თუმცა ეს არ მოხდება”.
არსებული ცნობით, ხუთი მოსამართლე – მამუკა წიკლაური, მადონა მაისურაძე, ქეთი მესხიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის მოთხოვნას იზიარებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ივანიშვილის უსამართლო სასამართლომ უდანაშაულო მომიტინგეს, 21 წლის მათე დევიძეს 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა – ნინო გალუსტაშვილი და ამ საზიზღარი დანაშაულის სხვა ჩამდენები სანქციების წინაშე უნდა აღმოჩნდნენ

ნინო დოლიძე – მიდის რეპრესიები, რომ არ ისმოდეს განსხვავებული აზრი და დადუმდეს ქვეყანა, მაგრამ არ არსებობს სიბნელე, რომელსაც არ მოჰყვება სინათლე, ბრძოლას აუცილებლად ექნება შედეგი – ხელისუფლებები იცვლებიან, იმპერიებიც იმსხვრევიან