კანონის ამოქმედების მერე დაბადებული ცხოველების სტერილიზაცია სავალდებულო გახდება

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული ძაღლებისა და კატებისთვის სტერილიზაცია/კასტრაცია სავალდებულო იქნება. ამის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, დეპუტატმა მაია ბითაძემ განაცხადა.
“კანონპროექტში სიახლე შემოდის. ეს არის სტერილიზაცია/კასტრაციის ვალდებულება. ჩვენ, ყველას ვალდებულება გვექნება, კანონის კონკრეტული მუხლების ამოქმედების შემდეგ დაბადებულ ცხოველებს სტერილიზაცია/კასტრაცია გავუკეთოთ – იმ ვეტერინალური წესების მიხედვით, რომელიც მოქმედი კანონმდებლობითაც დადგენილია”. – თქვა ბითაძემ პარლამენტში, სადაც კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.
ბითაძის თქმით, გამონაკლისი სანაშენე ძაღლებს შეეხება, რომლის პატრონიც შესაბამის ცნობას აიღებს. ასევე, კანონი განსხვავებული იქნება სამწყემსო და იმ ძაღლების მიმართ, რომელთაც ძალოვანი სტრუქტურები სამსახურეობრივი მიზნით იყენებენ.
კანონპროექტის მიხედვით, მეპატრონე, რომელიც ცხოველის გამრავლებით არის დაინტერესებული, ვალდებულია, შესაბამისად ავტორიზებულ საშენს მიმართოს და ვეტერინალური დაწესებულებიდან ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა და კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულებიდან ჯიშიანობასა და გამრავლებაზე ვარგისიანობის შესახებ ცნობა წარუდგინოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ