სოფელ მანიაკეთში მდებარე სოფლის კლუბი აუქციონზე იყიდება

ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ მანიაკეთში მდებარე სოფლის კლუბი აუქციონზე იყიდება. აუქციონი 5 მარტს დაიწყო და 20 მარტს დასრულდება. საწყისი ფასი 3800 ლარია. შენობის ფართობი 120 კვ.მ-ია, მიწის 453 კვ.მ. მდგომარეობა – სარემონტო.
ქონების სრული საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონის დასრულებიდან 15 დღეში, საბანკო გარანტია ჩაეთველება გადახდისას; ქონების შემძენი იღებს პასუხისმგებლობას დემონტაჟის პროცესში უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.