ფინანსთა სამინისტრო – OECD-ის ქვეყნების საკრედიტო რისკების კლასიფიკაციაში საქართველომ რისკის რეიტინგი ერთი საფეხურით გაიუმჯობესა

OECD-ის ქვეყნების საკრედიტო რისკების კლასიფიკაციაში საქართველომ ერთი საფეხურით გაიუმჯობესა რისკის რეიტინგი, რაც კერძო სექტორისათვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კერძოდ, საქართველომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნების საკრედიტო რისკების კლასიფიკაციის მიხედვით, 2024 წლის თებერვლიდან ერთი საფეხურით გაიუმჯობესა რისკის რეიტინგი.
„აღნიშნული რეიტინგი დგება OECD-ის წევრი ქვეყნების ოფიციალური საექსპორტო საკრედიტო სააგენტოების შეფასების საფუძველზე და მოიცავს, როგორც ამ ორგანიზაციის წევრ, ისე არაწევრ ქვეყნებს. ქვეყნების რისკის კლასიფიკაციის მიზანია, ქვეყნის გადახდისუნარიანობის რისკის შეფასება.
მისი მიზანია საექსპორტო-საკრედიტო ორგანიზაციებისთვის ქვეყნის რისკის შეფასება, რომელსაც იყენებენ საკრედიტო პირობების განსასაზღვრად.
რეიტინგის ზრდა, ანუ რისკის შემცირება, საქართველოს კერძო სექტორისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას გაზრდის“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა