Marine Shipping & Forwarding საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი ერთ-ერთი ლიდერი სატრანსპორტო კომპანია Marine Shipping & Forwarding (MSF) გახდა, რომელიც 2010 წელს დაარსდა და მისი ძირითადი საქმიანობაა საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვები, თუმცა კომპანიის საქმიანობაში ასევე შედის ისეთი მომსახურებები, როგორიცაა: საჰაერო გადაზიდვები,
საბაჟო-საბროკერო მომსახურება, მშრალი, საშიში, თხევადი ტვირთების ტრანსპორტირება და არაგაბარიტული ტვირთის დამაგრება, ტრანსპორტირება. კომპანია, ასევე, ფოკუსირებულია მარშრუტის დაგეგმვაზე, ნებართვებითა და გაცილებით მომსახურების უზრუნველყოფაზე, ტვირთების გადატვირთვა, ტალმანირებასა (დათვლა) და საკონსულტაციო მომსახურებაზე. MSF აქტიურია საპროექტო ლოჯისტიკის მიმართულებითაც, ისევე როგორც მულტი-მოდალური გადაზიდვებისა და ტვირთების შენახვა და დასაწყობების კუთხით.
კომპანიის წარმატების მთავარი ფორმულაა გუნდი, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურება მომხმარებელს გადაზიდვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

ასევე დაგაინტერესებთ

“აშშ-აზერბაიჯანი-სომხეთის შეთანხმებამ უნიკალური შესაძლებლობები შექმნა, რომელიც გვერდს უვლის საქართველოს, რადგან ქვეყანამ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა დაკარგა” – სალომე სამადაშვილი

საქართველო უნდა ყოფილიყო ამ ახალი რეგიონული რეალობის მნიშვნელოვანი არქიტექტორი მშვიდობის ფორმირებაში, თუმცა, ანტიეროვნულმა, პრორუსულმა „ოცნებამ“ ქვეყანა ჩამოაშორა პროგრესს – გიორგი გახარია სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაზე