პრემიერ-მინისტრი საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ნორვეგიას შორის ორმხრივ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას შეეხო; აღინიშნა, რომ ნორვეგია საქართველოს მეგობარი ქვეყანა და სანდო პარტნიორია.
განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა პოლიტიკის, ეკონომიკის, ვაჭრობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით. ხაზგასმით აღინიშნა ნორვეგიის მხარდაჭერით განათლების სფეროში განხორციელებული პროექტები, ასევე ნაყოფიერი თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით.
მთავრობის მეთაურმა ბერგლიოტ ჰოვლანდს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვასო ურუშაძე – მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, აუცილებლად ავაშენებთ მიწისქვეშა გაზსაცავს, რომელიც იქნება 750 მილიონიანი ინვესტიცია და 5000-დე სამუშაო ადგილს შექმნის