ყაზახებმა საბერძნეთთან მატჩამდე თურქმენეთს სძლიეს

ერთა ლიგის პლეი-ოფისთვის მზადების ფარგლებში, ყაზახეთმა ამხანაგური მატჩი დუბაიში გამართა და თურქმენეთი 2:0 დაამარცხა.
მე-2 წუთზე მოგამედ ადიევის გუნდი “ტობოლის” ნახევარმცველმა ისლამ ჩესნოკოვმა დააწინაურა, 47-ე წუთზე კი “ტულას” ფორვარდმა ალექსანდრ ზუევმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ყაზახები 21 მარტს გასვლაზე საბერძნეთს ეთამაშებიან და წყვილში გამარჯვებული საქართველო-ლუქსემბურგს შორის უკეთესს დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში