„ყოველდღიურად შემოდის მნიშვნელოვანი რაოდენობის განცხადებები და მიმდინარეობს გამოკვლევა თუ როდის არის თანხმობა მიღებული“ – ავთანდილ ლეფსვერიძე

პირდაპირი მარკეტინგი, კანონმა შეზღუდვა დააწესა და მიმდინარე წლის პირველი მარტიდან აიკრძალა პირდაპირი მარკეტინგის განხორციელება მათ შორის sms-ებისა და ზარების მეშვეობით რას გულისხმობს პირდაპირი მარკეტინგი და როგორია ის წესი , რომლის დაცვითაც სუბიექტს შეუძლია სარეკლამო მესიჯი ან ზარი განახორციელოს ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“გადაცემაში, „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ავთანდილ ლეფსვერიძემ ისაუბრა. მისი თქმით პირდაპირი მარკეტინგი ეს არის სარეკლამო შეთავაზებები, რომლებსაც ისინი იღებენ, შეიძლება ეს შეეხებოდეს დასაქმებასაც, კონკრეტულ პროდუქტს იდეას და ა.შ.
„პირდაპირი მარკეტინგის რეგულაცია არსებობდა 2011 წლის კანონშიც უბრალოდ გაცილებით მარტივად შეიძლებოდა მონაცემების დამუშავება ვიდრე მოქმედმა კანონმა დააწესა.
მოქმედი კანონით აუცილებლად თანხმობა არის საჭირო რომ მოხდეს მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავება. ეს თანხმობა მონაცემების დამუშავების დაწყებამდე უნდა იყოს აღებული.
თანხმობის კრიტერიუმები ძალიან მკაცრად გაიწერა, კერძოდ თანხმობა უნდა იყოს აუცილებლად ინფორმირებული თავისუფალი ნების საფუძველზე გამოვლენილი და აქტიური მოქმედებთ გამოვლენილი“ – აღნიშნა ავთანდილ ლეფსვერიძემ.
ავთანდილ ლეფსვერძის თქმით ამოქმედების პირობებში მომსახურების შეთავაზება, თუნდაც სარეკლამო sms-ების მიღების შეთავაზება ესეც არის პირდაპირი მარკეტინგი და აქედან გამომდინარე ეს შეთავაზებაც პირველ მარტამდე უნდა განეხორციელებინა.
„მოქალაქეები რომლებმაც არც თანხმობა განაცხადეს და არც უარი, უმოქმედოდ დატოვეს ეს უარად ითვლება. თუ 1 მარტამდე მოხდა თანხმობის მოპოვება შესაძლებელია გაგრძელდეს მონაცემების დამუშავება.
აღსანიშნავია, რომ პირველი მარტის შემდეგ მოქალაქეებს გარკვეული ორგანიზაციებისგან მაინც მიუვიდათ შეტყობინებები, ისინი ინფორმირებული იყვნენ, რომ აღარ მიიღებდნენ შეთავაზებებს, გარკვეული პროტესტი გამოიწვია და განცხადებებითაც მოგვმართეს, ყოველდღიურად შემოდის მნიშვნელოვანი რაოდენობის განცხადებები და მიმდინარეობს გამოკვლევა თუ როდის არის თანხმობა მიღებული. აქვე ვიტყვი, რომ კანონის ამოქმედება აპრიორი არ ნიშნავს, რომ ამას ყველა დაიცავს და არავინ დაარღვევს, შესაძლებელია და არ არის გამორციხული რომ გარკვეულმა ორგანიზაციებმა მიიჩნია, რომ თანხმობა ჰქონდა მაგრამ აღმოჩნდეს, რომ არ აკმაყოფილებს კანონის მკაცრ მოთხოვნებს“ – აღნიშნა ავთანდილ ლეფსვერიძემ.