საბრძოლო მოქმედებების გამო ბელგოროდის ოლქიდან ევაკუირებულია რამდენიმე ასეული ადამიანი

რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ აღიარა, რომ საბრძოლო მოქმედებების გამო რამდენიმე ასეული ადამიანის ევაკუაცია დასჭირდა.
სთან მოსაზღვრე ბელგოროდის და კურსკის ოლქების ზოგიერთ რაიონს უკვე რამდენიმე დღეა უტევენ შეიარაღებული ჯგუფები, რომელთა წევრები აცხადებენ, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი, უკრაინის მხარდამჭერი რუსი მოხალისეები არიან. თავის მხრივ, ს ხელისუფლება თავდასხმებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს.
დღეს, 15 მარტს ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფლებიდან: გორა-პოდოლი, გლოტოვო და კოზინკა ევაკუირებულია 400-მდე ადამიანი.
14 მარტს, ღამით გავრცელებული ცნობებით, კოზინკის რაიონში ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობდა. შუაღამის შემდეგ გუბერნატორმა გლადკოვმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ კოზინკაში „ძალიან სერიოზული ნგრევაა“. ამასთან, გლადკოვი ირწმუნება, რომ ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე „უკრაინის ჯარები არ არიან“ და ბრძოლა ოლქის საზღვრებს მიღმა მიმდინარეობს. ამას უარყოფენ მოხალისეთა ჯგუფები. მათი ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზეა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა 14 მარტს ღამით, უკრაინულ ტელეარხებს განუცხადა, რომ ბელგოროდის და კურსკის ოლქები „აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონებად“ აქციეს რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებსაც სხვა გზა არ დარჩათ, გარდა იმისა, რომ საკუთარი უფლებებისთვის პუტინის რეჟიმს იარაღით ებრძოლონ.
ამ კვირაში პირველი ცნობები, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ბელგოროდის და კურსკის ოლქებთან საზღვარი გაარღვიეს ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, „მოხალისეთა კორპუსმა“ და „ს ბატალიონმა“, 12 მარტს გავრცელდა. რუსეთს ეს ფორმირებები ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში, რუსი მოხალისეების დაჯგუფებებმა არაერთხელ განაცხადეს რუსეთის ტერიტორიაზე, ძირითადად ბელგოროდის ოლქში, ჩატარებული ოპერაციების შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს რუსეთის ხელისუფლებამაც დაადასტურა.

ასევე დაგაინტერესებთ