Areanapoli-მ “ნაპოლის” 28 წლის ბელგიელი საყრდენი ნახევარმცველის ლეანდერ დენდონკერის შესახებ წერილი გამოაქვეყნა, გაკვირვებით აღნიშნა, რომ ფეხბურთელი, რომელიც თითქმის ყოველთვის სათადარიგოთა სკამზე ზის, ხვიჩა კვარაცხელიაზე გაცილებით დიდ გასამრჯელოს იღებს და ეს გამოცანად რჩება.
დენდონკერს “ასტონ ვილაში” თამაში იშვიათად უწევდა, “ნაპოლიში” იჯარით გაუშვეს, სადაც სტანისლავ ლობოტკას დუბლიორი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯერ მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამივეჯერ შეხვედრის დასასრულს შეცვალზე შევიდა.