ვიღაცას ეშინია, რომ შვილს “ელჯიბიტიდ” გადაუქცევენ – გუბაზ სანიკიძე (ვიდეო)

ამბობს, რომ ყველაზე ცუდი დათვლითაც კი, ოპოზიცია ხელისუფლებას მაქციმუმ 70-ით 30-ს და მინიმუმ 60-ით 40-ს უგებს.
მან განმარტა “ქართული ოცნების” მხარდამჭერების პოზიციები და თქვა, რომ ამ ადამიანებს გარკვეული შიშები აქვთ, რის გამოც, ოპოზიციას არ უჭერენ მხარს.
“ყველაზე ცუდი დათვლითაც კი, 60-ით 40-ს ვუგებთ ხელისუფლებას, არ იგულისხმება ემიგრაცია, თუ ჩავთვლით, მაშინ 70-ით 30-ია. პროდასავლურია 70 და 30 ამათი {ქართული ოცნების} რომლებიც სხვადასხვა ინტერესებით არიან ერთად- შიშების გამო, ვიღაცას სინათლის ეშინია, ვიღაცას ევროპის, ვიღაცას ეშინია, რომ შვილს “ელჯიბიტიდ” გადაუქცევენ”- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ 14 მარტს, “ფორმულის” ეთერში სტუმრობისას.

ასევე დაგაინტერესებთ

გულუბრყვილო ვინმე თუ იფიქრებდა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ოდნავ მაინც განსხვავებული იქნებოდა ევროსტრუქტურების მიერ ერთ ხმაში გაჟღერებული პოზიციისგან – მართლდება ცნობილი ანდაზა, რომ ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს