პრეზიდენტის თქმით, მასთან ღონისძიებაზე დასასწრებად, აჭარიდან წამოსული ანსამბლი “ფესვები” გზიდან გააბრუნეს

საქართველოს პრეზიდენტის, ს განცხადებით, ანსამბლი “ფესვები”, რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო ორბელიანების სასახლეში, ღონისძებაზე დასასწრებად, გზიდან გააბრუნეს. “თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის [ანსამბლ “ფესვების”] მოღვაწეობა”, – თქვა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას და მომხდარს “კულტურული ბოლშევიზმი” უწოდა.
“ძალიან სამწუხაროა, რომ ანსამბლი “ფესვები“, რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო გზიდან გააბრუნეს, იმიტომ, რომ თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის მოღვაწეობა. თქვენ თავად იფიქრეთ საიდან მოვიდა ასეთი მითითება და რას ნიშნავს ეს?! თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი მე არ ვიცი ამას რას ჰქვია.
სამწუხაროა, მე მინდა მათ ჩემი სახელით ბოდიში მოვახსენო, იმისთვის, რომ ამ ფორმით გზიდან გააბრუნეს და მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დღეს ასეთი რაღაცები შეიძლება ხდებოდეს. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მაინც გვექნება საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სხვა ანსამბლი – „მარგალიტი“ და ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ შემოგვიერთდნენ და დარწმუნებული ვარ, ძალიან სასიამოვნო და ღირსშესანიშნავი საღამო გვექნება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
დღეს, 14 მარტს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამო გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასახლეში გამოიფინა აჭარელი ქალების მიერ შექმნილი განსაკუთრებული საგანძური, ხელით ნაქსოვი, ორნამენტებიანი „აჭარული ნაჭრელები“.

ასევე დაგაინტერესებთ