გივი მიქანაძე აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე საქართველო-აზერბაიჯანის პარლამენტების დაახლოებისა და თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე ისაუბრეს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე დარგობრივი კომიტეტების ერთობლივი საქმიანობის საკითხები განიხილეს.
„გივი მიქანაძემ, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ყურადღება ასამბლეაში საქართველოს და აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილა.
შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ესწრებოდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან