„არჩევნებამდე არ შევეხებოდი“ — კობახიძე აგვისტოს ომის გამოძიებაზე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, „არჩევნებამდე არ შეეხებოდა“ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხს.
„ქართული ოცნების“ სატელიტმა „ხალხის ძალამ“ განაცხადა, რომ თუკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილს „შეაწყალებინებენ“, მყისიერად მოითხოვენ 2008 წლის ომთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და გამოიტანენ „ბევრ საჯარო ინფორმაციას, თუ როგორ პირდაპირ ერეოდა გლობალური ომის პარტია 2008 წლის ომის პროცესებში“.
“ხალხის ძალის” ინიციატივის შესახებ პრემიერმა განაცხადა, რომ ზოგადად მსჯელობა ყველაფერზე შეიძლება.
„ყველამ ყველაფერი იცის ამ თემასთან დაკავშირებით. თვითონ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც შეტანილია უმძიმესი ჩანაწერები… აცხადებს, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი. ერთადერთი, ვინც საერთოდ არ საუბრობს ამ თემაზე, ესაა „ქართული ოცნება“, თორემ სალომე ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობა“ შეთანხმებული არიან, რომ მაშინ „ნაცმოძრაობამ“ დაიწყო ომი. ასეთ პირობებში რა ვიცი, რა უნდა გამოვიძიოთ, მაგრამ ყველაფერთან დაკავშირებით შეიძლება ზოგადად მსჯელობა“, — განახადა მ.
„ქართული ოცნების“ დამსახურებად მიიჩნევს სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში აგვისტოს ომის საქმეების მოგებას.
„წინა ხელისუფლება რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, დარწმუნებული ვარ, შედეგი იქნებოდა აბსოლუტურად განსხვავებული“, — განაცხადა კობახიძემ.
იმ ვითარებაში, როცა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში პროცესები დასრულებულია, კობახიძის თქმით, „მეტი რესურსი არსებობს, რომ წარიმართოს გამოძიება ამ თემებზე, რადგან ქართული ჯარის და სახელმწიფოს ინტერესებს საფრთხე აღარ ექმნება“.
„მე არ წამომიწევია ეს თემა. ყოველ შემთხვევაში არჩევნებამდე მე ამ თემას არ შევეხებოდი“, — განაცხადა კობახიძემ, თუმცა დასძინა, რომ საკითხი პარლამენტის გადასაწყვეტია.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 2008 წლის რეზოლუცია №1633 წლებია, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი საკითხია პოლიტიკური ოპონენტების, კერძოდ, ყოფილი ხელისუფლების “ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში” დასადანაშაულებლად. რუსეთ-საქართველოს ომიდან 2 თვეში მიღებულ რეზოლუციას მოქმედი ხელისუფლება პერიოდულად უბრუნდება პოლიტიკურ დისკუსიებში და საქართველოს დელეგაციის მიერ დოკუმენტის მხარდაჭერას ღალატად აფასებს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2008 წლის 2 ოქტომბერს 93 ხმით 29-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების შესახებ.
№1633 რეზოლუციით ასამბლეამ დაგმო ომის დაწყება ორგანიზაციის ორ წევრ სახელმწიფოს შორის და შედეგი ს მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციად, საქართველოს სუვერენიტეტზე შეტევად და, შესაბამისად, ევროპის საბჭოს წესდების დარღვევად შეაფასა. რეზოლუციის თანახმად, ესკალაცია, რომელიც გაცილებით უფრო ადრე დაიწყო, 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით გადავიდა სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე.
სალომე ზურაბიშვილი 2008 აგვისტოს ომში მათ შორის ქართული მხარის ბრალეულობის შესახებ წლების განმავლობაში საუბრობდა და მის პოზიციას იზიარებდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ც.
„ის, რაც არ წერია ამ რეზოლუციაში, არაფერი გადაჭარბებით არ უთქვამს ქალბატონ სალომეს. მხოლოდ ამ რეზოლუციაში ჩანაწერები შეიძლება გაიმეორა. იგივეს ვიმეორებ მეც“, – აცხადებდა ბიძინა ივანიშვილი.