„ალიანსის წევრები უკრაინას საკმარის საბრძოლო მასალას არ აწვდიან“ – იენს სტოლტენბერგი

ალიანსის წევრები ს საკმარის საბრძოლო მასალას არ აწვდიან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ალიანსის წევრები უკრაინას საკმარის საბრძოლო მასალას არ აწვდიან და ამან რუსეთს საშუალება მისცა, რომ ს ჯარებისთვის უკან დახევა ეიძულებინა. უკრაინელებს გამბედაობა არ ეწურებათ, მათ საბრძოლო მასალა ეწურებათ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ასევე, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით ალიანსის მიმართ წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის მხარდაჭერა მაღალია.
„ჩვენი მოქალაქეების 80%-ზე მეტს სჯერა, რომ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპამ თანამშრომლობა უნდა გააგრძელონ“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.