საქართველოს უახლოეს დღეებში ნატოს გენერალური მდივანი ეწვევა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კავკკასიის სამ ქვეყანას ეწვევა უახლოეს დღეებში, რადიო თავისუფლების ინფორმაციით სტოლტენბერგი ვიზიტს თბილისიდან იწყებს ის აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ესტუმრება.
ვიზიტის შესახებ განცხადება იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველო ნატოს ფასეული პარტნიორია და ყველა ქვეყანას თავისი გზის არჩევა შეუძლია.
„საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის უახლოეს მომავალში ქვეყანას კვლავ ვეწვევი. საქართველოსადმი ჩემი გზავნილია – რეფორმები, რაც, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია. ნატო ეფუძნება ღირებულებებს: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და მნიშვნელოვანია, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველო ამ სტანდარებს შეესაბამებოდეს,” – თქვა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ბრიუსელში მისი, როგორც მთავრობის მეთაურის რანგში პირველი ვიზიტის ფარგლებში 21 თებერვალს შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაშინ სტოლტენბერგმა თქვა, რომ მათი “სურვილია საქართველოს სწორი მიმართულებით მოძრაობდეს. მეტი დემოკრატიისკენ და კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი წევრობისათვის” და დასძინა, რომ ნატო თქვენთან ერთად დგომას განაგრძობს ამ მისწრაფებების შესრულების პროცესში”.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე