2022 წელს საქართველო რუსეთში ღვინის ექსპორტიორების სამეულში იყო – AAWE

2022 წელს საქართველო რუსეთში ღვინის ექსპორტირების სამეულში იყო და ს ფედერაციაში $160.8 მლნ-ის ღვინო შეიტანა. ამის შესახებ მონაცემებს ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაცია (AAWE) აქვეყნებს. ამ მხრივ ლიეტუვა პირველ ადგილზეა $192 მლნ-ის ღირებულების ღვინის ექსპორტით, მეორეზეა იტალია $181.1 მლნ-ით და მესამეზე – საქართველო.
ათეულშია – ლატვია, ესპანეთი, პოლონეთი, ჩილე, გერმანია. საფრანგეთი და .
AAWE-ს მონაცემებით რუსეთის ფედერაციაში ღვინის ექსპორტიორების ათეული სრულად ასე გამოიყურება:
ლიეტუვა – $192 მლნ-ის ღირებულების ღვინის ექსპორტი;
იტალია $181.1 მლნ-ი;
საქართველო – $160.8 მლნ-ი;
ლატვია – $151.1 მლნ-ი;
ესპანეთი – $35.6 მლნ-ი;
პოლონეთი – $30.4 მლნ-ი;
ჩილე – $28.9 მლნ-ი;
გერმანია – $18.6 მლნ-ი;
საფრანგეთი – $15 მლნ-ი;
აშშ – $12.8 მლნ-ი.
რაც შეეხება 2023 წლის მონაცემებს, იანვარ-ოქტომბერში რუსეთში ღვინის ექსპორტში და იმპორტში საქართველო მეორე ადგილზე იყო. ამის შესახებ ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით რუსული მედია იუწყება.
ყველაზე დიდი ექსპორტიორი იტალია იყო, საიდანაც რუსეთში მთლიანი ღვინის მოცულობის 30% შევიდა. საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული ღვინის წილი 17% იყო. შემდეგ მოდის ესპანეთი 13%-ით..