“სეულში” გადასული ლინგარდი “სამხრეთკორეელ კიმ კარდაშიანს” დაუკავშირდა – გოგონამ ამის შესახებ ისაუბრა

“სეულში” გადასული ლინგარდი “სამხრეთკორეელ კიმ კარდაშიანს” დაუკავშირდა – გოგონამ ამის შესახებ ისაუბრა
ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯესი ლინგარდმა ახლახან სამხრეთკორეულ “სეულთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და დებიუტიც ჰქონდა, მაგრამ დიდი წარმატებით ვერ გამოირჩა.
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი ცნობილ სამხრეთკორეელ ინფლუენსერთან, Applee-სთან ცდილობს ურთიერთობის დამყარებას, რომელსაც სოციალურ ქსელში 2 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
Applee ცნობილი თავისი ფიგურით გახდა და მას “სამხრეთკორეელ კიმ კარდაშიანს” ეძახიან.
როგორც გოგონას გავრცელებული “სქრინიდან” ირკვევა, მას სოციალურ ქსელში ლინგარდმა მისწერა “გამარჯობა”.
მანვე აღნიშნა, რომ ამ ფაქტით ძალიან ბედნიერია, რადგან ლინგარდის დიდი გულშემატკივარია. ფეხბურთელმა კი შეტყობინება გაუგზავნა და ფოტოც მოუწონა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში