კახა კალაძე – არ ახალია ის, რომ „ენჯეოები“ პოლიტიკურ პარტიებად ჩანან და თავს ესხმიან ყველაფერს, რაც ჩვენთვის ძვირფასია – ეს არის მათი პატრონების დავალება, ვისი ინტერესიცაა, რომ ქვეყანაში იყოს დაძაბულობა, რყევები

არ ახალია ის, რომ „ენჯეოები“ ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიებად ჩანან და ჩვეულებრივი მხარე არიან. ეს სიახლე არ არის – არასამთავრობო ორგანიზაციები ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ვიღაცას ტალახი ესროლონ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძის შეფასებით, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები “მათი პატრონების” დავალებებს ასრულებენ.
„არ ახალია ის, რომ „ენჯეოები“ ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიებად ჩანან და ჩვეულებრივი მხარე არიან. ეს სიახლე არ არის. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა 2020 წლის რომ ავიღოთ, როცა შედეგების გამოცხადება ხდებოდა, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც პარალელურ დათვლებს აკეთებდა, გააყალბა პარალელური დათვლა იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა შემოეტანა, რევოლუცია და გადატრიალება მოეწყოთ. რაზე ვსაუბრობთ? ეს არასამთავრობო ორგანიზაციებია თავს ესხმიან სხვადასხვა ინსტიტუციებს, ეკლესიას, სარწმუნოებას, ყველაფერს, თუ კი რაიმე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ძვირფასია, ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ვიღაცას ტალახი ესროლონ. მე მგონია, რომ ეს არის მათი პატრონების დავალება. საიდანაც იმართებიან და ვისი ინტერესიც არის ის, რომ ქვეყანაში იყოს ყოველთვის დაძაბულობა, რყევები. ამ ადამიანების ხელით აღვივებენ პოლარიზაციას, დაპირისპირებას და ა.შ.“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცელის აპარატის თანამშრომელთა ნაწილი – სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის საქმიანობას და მისდამი ნდობას

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და ახალი ფორმატების ათვისება