საქართველოში ჩინელი ინდმეწარმეების რაოდენობა 388%-ით გაიზარდა

გასულ წელს, 2022 წელთან შედარებით, საქართველოში ჩინურ კაპიტალის მონაწილეობით, ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა 2-ჯერ, 109%-ით გაიზარდა. ამის შესახებ, საქსტატის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, „ბიზნესპრესნიუსი“ წერს.
საქსტატის ცნობით, 2022 წელს ქვეყანაში 138 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა, ჩინური ინვესტიციის მონაწილეობით, 2023 წელს კი 289.
ამასთან, ყველაზე მეტი ზრდა, 388%-იანი, ინდივიდუალურ მეწარმეებში დაფიქსირდა.
კერძოდ, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, ჩინური კაპიტალის მონაწილეობით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რაოდენობა 109-დან 156-მდე გაიზარდა, ინდივიდუალურ მეწარმეთა რაოდენობა 26-დან 127-მდე, უცხოური საწარმოს ფილიალი 1-დან 3-მდე, ხოლო არაკომერციულ იურიდიულ პირთა რაოდენობა – 2-დან 3-მდე.

ასევე დაგაინტერესებთ

„საუდის არაბეთისთვის ძალიან შთამბეჭდავია საქართველოს ეკონომიკური პროგრესი და აქვთ დიდი ინტერესი, განახორციელონ ინვესტიციები ჩვენი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში“ – ლევან დავითაშვილი