ზრდასრულ ამერიკელთა რიცხვი, რომლებიც თავს ლგბტ თემს მიაკუთვნებენ, 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა – კვლევა

ზრდასრულ ამერიკელთა რიცხვი, რომლებიც თავს ჰეტეროსექსუალებად არ მიიჩნევენ, 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა. ამის შესახებ Gallup-ის გამოკითხვაზე დაყრდნობით NBC News-ი იტყობინება.
2012 წელს Gallup-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ლგბტ საზოგადოებას საკუთარი თავი მხოლოდ რესპონდენტთა 3,5%-მა მიაკუთვნა. 2023 წლის გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა 12 000-მა ადამიანმა მიიღო, ეს მაჩვენებელი უკვე 7,6%-ს შეადგენს. Gallup-ის წარმომადგენლის, ჯეფრი ჯონსის თქმით, Gen Z-ის თაობის (18-26 წლის) ქალების თითქმის 30% თავს ლგბტქ+ საზოგადოების წევრად მიიჩნევს. მათ შორის 20,7% თავს ბისექსუალს უწოდებს, 5,4% – კი ლესბოსელს.
ზოგადად, ყველა თაობის წარმომადგენელთა შორის ლგბტქ+ საზოგადოების წევრებად თავს ქალების 8,5% და კაცების 4,7% მიიჩნევენ. კვლევაში ცდომილების ზღვარი +/- 4 პროცენტია. ამ შემთხვევაშიც, ყველაზე დიდ ჯგუფს ბისექსუალები (57,3%) შეადგენენ, შემდეგ მოდიან გეები (18,1%), ლესბოსელები (15,1%) და ტრანსგენდერები (11,8%).
Gallup-ის წარმომადგენლის განცხადებით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ახალგაზრდა თაობებს შორის ლგბტქ+ საზოგადოების წევრებად იდენტიფიცირების ალბათობა გაცილებით უფრო მაღალია. „თუ მოქმედი ტრენდი შენარჩუნდება, სავარაუდოდ, ლგბტქ+ თემის წარმომადგენელთა რიცხვი ზრდასრულ ამერიკელებს შორის უახლოესი სამი ათწლეულის განმავლობაში 10%-ს გადააჭარბებს“, – აცხადებენ Gallup-ში.
Previous: რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც რუსეთის გარეშე ვერ დაასრულებენ უკრაინაში ომს, ისე რუსეთის გარეშე ვერ მოხდება ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია! ხოდა შიში აქვთ, ვაი და მოხდეს ისე, რომ რუსეთი დათანხმდეს და ორივე ოკუპირებული ტერიტორია მშვიდობიანად დაუბრუნდეს საქართველოს

20 ივნისზე და იქ კონკრეტული პირების მოქმედებაზე, ვგულისხმობ სამართალდამცავი სტრუქტურების მაშინდელ ხელმძღვანელებს, ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება, რომელიც დაადგენს ჭეშმარიტებას ყველაფრის შესახებ, მათ შორის რამდენად მართლზომიერად მოქმედებდნენ კონკრეტული თანამდებობის პირები იმ დროს

პუტინი არ არის იზოლაციაში და ჩვენზე ეს დამოკიდებული არაა, საქართველომ რა ლოგიკით უნდა თქვას უარი იმ ფორუმებზე დასწრებისგან, რომელსაც ყველა ქვეყანა ესწრება რეგიონში – მორიგი ორ დღიანი უაზრო ისტერიკა